ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა უმეტესობა ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან გადადგომას წლის ბოლომდე ელოდება 

გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ქვეყნის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან გადადგომას წლის ბოლომდე ელოდება.

კვლევით ცენტრ YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით გამოკითხული 1611 ზრდასრული ადამიანიდან 48% წლის ბოლომდე მერცის თანამდებობიდან გადადგომას ელოდება, 31% თვლის, რომ ის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო 21%-მა კითხვას პასუხი არ გასცა.

მედიის ცნობით, მერცის პარტია, რომლის რეიტინგი ბოლო თვეებში მკვეთრად დაეცა, კვირას გერმანიის ორ მიწაზე დაგეგმილ არჩევნებში, სავარაუდოდ დამარცხდება.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს“ (CDU) დაახლოებით 7%-იანი მხარდაჭერა აქვს. თუ ეს დადასტურდა, ეს CDU-სთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე ან ეროვნულ დონეზე ყველაზე ცუდი შედეგი იქნება.

ამასთან, მედიის ცნობით, ბერლინში მემარცხენეები CDU-ს მცირედით უსწრებენ, რაც დედაქალაქში მოქმედ მერის თანამდებობის დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებს.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმათა 44%-ის მიიღო, მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა“ კი 18 % მიიღო.

იტვირთბა....