აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არ მინდა, რომ NATO-ს რაღაც მე-5 მუხლის გამო სლოვაკეთი სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გახდეს” – რობერტ ფიცო

არ მინდა, რომ NATO-ს რაღაც მე-5 მუხლის გამო სლოვაკეთი სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გახდეს – ამბობს სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო. მისი თქმით, ალიანსის მოკავშირე რომელიმე ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში სლოვაკეთი არ აპირებს NATO-ს მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას

„წარმოგიდგენიათ, რომ ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ამოქმედდეს? შეუძლია ვინმეს ამის წარმოდგენა? შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს, რომ ისინი გვეტყოდნენ: მოამზადეთ 5 000, 10 000 ჯარისკაცი და ისინი სადმე წავლენ საბრძოლველად. ჩვენ არც გვეცოდინება ვისთან, რატომ და რისთვის. მე არ მინდა, რომ სლოვაკეთი რაიმე სამხედრო კონფლიქტის ნაწილი გახდეს NATO-ს რაღაც მე-5 მუხლის გამო. როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ სლოვაკეთი არასდროს ჩაითრიონ სამხედრო კონფლიქტში“, – აღნიშნა ფიცომ

იტვირთბა....