ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ეკა პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება მისი თხოვნით მიიღო. ეკა გააკეთებს განცხადებას, არ არის საჭირო ჭორები”. – წერს ავაკოვი.

არსენ ავაკოვის თქმით, ეკა ზღულაძემ მიიღო მისი შეთავაზება და მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელად გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა.

იტვირთბა....