“მადლობას ვუხდი ალექსანდრ სტუბს მხარდაჭერისა და ერთობლივი მუშაობისთვის. ახლახან განვიხილეთ მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც ფინეთმა მოამზადა. ეს ძალიან ძლიერი პაკეტია. აზრები გავცვალეთ მთავარ საკითხებზე, რაც ახლა ევროპის დღის წესრიგშია. ძალიან დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური სიტუაცია და ყველა პერსპექტივა – ამერიკულ გუნდთან, ევროპულ შესაძლებლობებთან და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მადლობა ფინეთს და შენ, ალექს, უცვლელად სამართლიანი პოზიციისთვის” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

