ახალი ამბები მსოფლიო

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამინ ჰადადი აცხადებს, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლო მუქარებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ფრანგი მინისტრის განცხადებას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჰადადის კომენტარი ტრამპის მიერ ევროკავშირის მიმართ გამოთქმულ მუქარას ეხება, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას უკავშირდება, კანადის ევროკავშირის ასოცირებულ წევრად შესაძლო მიღების შესახებ.

„არც შეერთებულმა შტატებმა და არც სხვამ არ უნდა გადაწყვიტოს, რა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კურსით უნდა იხელმძღვანელონ ევროპელებმა“, – განაცხადა ჰადადმა.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კანადას მიეცეს შესაძლებლობა  ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს.

ამ განცხადების საპასუხოდ, დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ახალი ტარიფების დაწესებით ან ვაჭრობის შეზღუდვით დაიმუქრა.

ევროკომისიაში ტრამპის მუქარასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ევროკავშირსა და კანადას შორის პარტნიორობა სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

იტვირთბა....