აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“„დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ რიტორიკა სერიოზული გამოწვევაა, საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებას და დამყარებულ მშვიდობას” – ნიკოლ ფაშინიანი 

„დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ რიტორიკა სერიოზული გამოწვევაა, საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებას და დამყარებულ მშვიდობას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ყოვლისმომცველი უსაფრთხოება და მდგრადობა 2026“ განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთი ამჟამად საჯარო და არასაჯარო რიტორიკასთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე დგას და ეს უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს ქმნის.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს გამოწვევა სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

„მთავარი პრობლემა ისაა, თუ როგორ წარმოვადგენთ მათ გადაწყვეტას. სომხეთში ბევრი დისკუსია მიმდინარეობს ორმხრიობის პრინციპზე, მაგრამ ეს არასდროს გამოიღებს შედეგს. სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მაშინ მოხდა, როდესაც გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა ორმხრიობის მექანიკურ პრინციპზე. ჩვენ წინაშე აღმოვჩნდით სიტუაცია, როდესაც სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს არ ჰქონდა პოტენციალი, რომ „პინგ-პონგის“ მიდგომით გაუმჯობესებულიყო. ამიტომ ჩვენ სხვა მიდგომა ავირჩიეთ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

იტვირთბა....