აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“დღეს დილით რუსებმა ნიკოპოლთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსს FPV დრონით დაარტყეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს დილით რუსებმა ნიკოპოლთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსს FPV დრონით დაარტყეს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“დღეს დილით რუსებმა ნიკოპოლთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსს FPV დრონით დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ცნობილია ხუთი დაღუპულის შესახებ, კიდევ შვიდი ადამიანი სამედიცინო დახმარებას იღებს. არანაირი სამხედრო ლოგიკა, უბრალოდ მორიგი სისასტიკე. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს… რუსული თავდასხმები ლოგისტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე არ წყდება: მიკოლაევის ოლქში დარტყმა განხორციელდა ჩვეულებრივი სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე. დაზიანებულია რკინიგზის სადგური და თბომავალი, თუმცა უკრაინის რკინიგზის გუნდმა შესანიშნავად იმუშავა – ხალხი დროულად გააფრთხილეს და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თითქმის 170 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. დარტყმა იყო ასევე ელმავალზე კოველში. კიევში კი ღამის შემდეგ გრძელდება ხანძრის ლიკვიდაცია. დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდა ხერსონის, დონეცკის და პოლტავის ოლქებიც.

თითოეული ეს დარტყმა ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლეს ეხება, რომლებიც უნდა დავიცვათ და ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ეს ომი. აგრესორისთვის მიძღვნილი საჩუქარი შერბილებული სანქციების სახით, მშვიდობის სასარგებლოდ ნამდვილად არ იმუშავებს.

სწორედ ახლა, ამ დღეებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი განიხილავს ლინდსი გრემის მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელსაც შეუძლია სწორი სიგნალების გაგზავნა და ნამდვილი მშვიდობისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაში დახმარება.

ევროკავშირშიც მიმდინარეობს მსჯელობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე მისივე ომის გამო. როდესაც ყოველდღიურად ხდება რუსეთის მხრიდან ასეთი სასტიკი მკვლელობები, მნიშვნელოვანია, რომ საპასუხო სანქციები ძლიერი იყოს. ახლა ზეწოლის შესუსტების დრო არ არის. ახლა დროა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დიპლომატიამ ძალის წყალობით იმუშაოს. მადლობა ყველას, ვისაც ეს ესმის და გვეხმარება.” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

იტვირთბა....