აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ავიაკომპანია Sepehran Airlines-ის კუთვნილი Boeing 737 იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა – რა გახდა მიზეზი

ავიაკომპანია Sepehran Airlines-ის კუთვნილი Boeing 737, რომელიც ირანში, მაშჰადიდან ქერმანშაჰის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან მალევე იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ერთ-ერთი ბორბლის საბურავის დაზიანება გახდა, რამაც ძრავის გაუმართაობა, ძლიერი ვიბრაცია და ბორტზე პანიკა გამოიწვია. თვითმფრინავი მაშჰედის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა 8 სექტემბერს, Sepehran Airlines სხვა 26 ირანულ ავიაკომპანიასთან ერთად სანქციების სიაში შეიყვანა. აშშ-ის განცხადებით, ირანის რეჟიმი კერძო და სახელმწიფო ავიასექტორს იარაღის, სამხედრო პერსონალისა და არალეგალური ტვირთების გადასაზიდად იყენებს.

ვინაიდან Sepehran Airlines თბილისისა და ბათუმის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქვეყანა სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სანქციებთან და ამ ავიაკომპანიების საქმიანობა შეიზღუდება

იტვირთბა....