ახალი ამბები მსოფლიო

ლოს-ანჯელესში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ლოს-ანჯელესის ჩატსვორტის რაიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მოხდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ოთხი ავტომობილი და ორი სატვირთო/სასაწყობე კონტეინერი დააზიანა. ერთ-ერთი დაღუპული კატასტროფის დროს მიწაზე, ავტოსადგომზე იმყოფებოდა.

NBC4-მა დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ტელეკომპანიის საინფორმაციო ჯგუფს ემსახურებოდა. კატასტროფის დროს ეკიპაჟი ჩატსვორტში მომხდარ კიდევ ერთ მძიმე შემთხვევას – ავტობუსისა და SUV-ის შეჯახებას აშუქებდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიებას აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აწარმოებენ.

იტვირთბა....