აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მსოფლიო უკვე ერთი წელი უკრაინის ომის გარეშე იცხოვრებდა, ევროპას აშშ ანკორიჯის შეთანხმებებიდან რომ არ ჩამოეშორებინა” – სერგეი ლავროვი

მსოფლიო უკვე ერთი წელი უკრაინის ომის გარეშე იცხოვრებდა, ევროპას აშშ ანკორიჯის შეთანხმებებიდან რომ არ ჩამოეშორებინა – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ამერიკელებს რომ არ გადაეხვიათ [ანკორიჯში რუსეთისა და აშშ-ის სამიტზე მიღწეული] შეთანხმებებისთვის და ევროპას ისინი ამ შეთანხმებებიდან რომ არ ჩამოეშორებინა, ჩვენ უკვე ერთი წელი

ომის გარეშე ვიცხოვრებდით. ეს აშკარა ფაქტია. ამიტომ, დასკვნები თავად გამოიტანეთ” | თქვა ლავროვმა.

2025 წლის ზაფხულში, ალასკაზე [ანკორიჯში] ტრამპი და პუტინი ერთმანეთს სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. სამიტი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების გარეშე დასრულდა. პუტინი კატეგორიულად ითხოვდა უკრაინული ჯარების გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიიდან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიდგომა, რომელიც რუსებმა გასულ წელს ანკორიჯში შესთავაზეს, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან უკრაინისთვის მიუღებელი იყო.

იტვირთბა....