აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 317-მა დეპუტატმა.

რუსლან კრავჩენკომ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამას წინ უძღოდა ეროვნული ანტიკორიფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ კორუფციის საქმეზე დაწყებული გამოძიება და სპეციალური ოპერაცია.

გუშინ კი, უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტამდე, კრავჩენკომ უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს, სემენ კრივონოსს ბრალდება წარუდგინა და ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით არამართლზომიერი სარგებლის მისაღებად, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში დაადანაშაულა. თავად კი საზღვარგარეთ გაემგზავრა. როგორც მოგვიანებით განმარტა, საქმიანი ვიზიტით.

უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორისთვის ბრალის წარდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მკვეთრი რეაქცია მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან. მან პარლამენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაემტკიცებინა კრავჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლება.

იტვირთბა....