აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 არმიის კორპუსი დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში , 75 კვადრატული კილომეტრის გაწმენდისა და კიდევ 10 კვადრატული კილომეტრის დეოკუპაციის შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 არმიის კორპუსი დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში , 75 კვადრატული კილომეტრის გაწმენდისა და კიდევ 10 კვადრატული კილომეტრის დეოკუპაციის შესახებ იუწყება. ინფორმაცია მე-3 არმიის კორპუსის მეთაუმა, ბრიგადის გენერალმა ანდრეი ბილეცკიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

“ვადასტურებთ ინფორმაციას უკრაინული არმიის შეტევის შესახებ დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში. საინფორმაციო დუმილის რეჟიმში, ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ინფილტრაციის კერები გაანადგურეს და 75 კვადრატული კილომეტრი გაწმინდეს. კიდევ 10 კვადრატული კილომეტრი დეოკუპირებულია. გამანადგურებელი დარტყმა მიადგა რუსეთის ფედერაციის მე-20 და 25-ე არმიების ბრძოლისუნარიანობას.

მოწინააღმდეგის დანაკარგები ამ ეტაპზე შეადგენს დაახლოებით 1500 ჯარისკაცს, 12 ათასზე მეტ უპილოტო საფრენ აპარატს და ასობით ერთეულ ჯავშანტექნიკას, საარტილერიო სისტემასა და საავტომობილო ტექნიკას” – ნათქვამია ბილეცკის განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 არმიის კორპუსის მიერ დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით დაწყებული სამხედრო შეტევითი ოპერაციის კოდური სახელწოდებაა “ვივალდი”

იტვირთბა....