აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულები

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევზე დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ორი ბენზინგასამართი სადგური გახდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ავტოგასამართ სადგურებზე შეტევა იყო კიევის დარნიცკის და გოლოსიივსკის რაიონებში.

იტვირთბა....