რუსულმა ფრეგატმა დანიური სამხედრო თვითმფრინავის მიმართულებით სასიგნალო მაშხალები ისროლა – ამის შესახებ ინფორმაციას დანიის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსულმა ფრეგატმა დანიური თვითმფრინავის მიმართულებით ორი სასიგნალო მაშხალა გაისროლა. დანიელი ჯარისკაცების ცნობით, ერთ-ერთმა მაშხალამ თვითმფრინავს ძალიან ახლო მანძილზე ჩაუარა.

