აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს” – გიტანას ნაუსედა

ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დრონი, რომელიც ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შევიდა, ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. მადლობას ვუხდი მოკავშირეების პერსონალს ოპერატიული რეაგირებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების ფონზე, მსგავსი მზადყოფნა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ნაუსედა X-ზე.

ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის ცნობით კი, ლიეტუვაში დრონი ბელარუსიდან შეფრინდა, ხოლო ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ქალაქ კაუნასთან ჩამოაგდეს.

„დიახ, ბელარუსიდან. შემდეგ ლენტვარისში, ტრაკაის რაიონში შეფრინა. იქიდან კი ობიექტი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა“, – აღნიშნა ვიტკაუსკასმა.

იტვირთბა....