გერმანელი ბიზნესმენი რუსეთის ჯაშუშობაშია მხილებული. ბერლინში მცხოვრებ 57 წლის ქალს ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენა. რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში მხილებული ქალი გერმანიის და უკრაინის ორმაგი მოქალაქეა.
გამოძიების ვერსიით მას, 2023 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა კავშირი რუსეთის დაზვერვის ოფიცერთან, რომელიც ბერლინში, რუსეთის საელჩოში, მუშაობდა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებული ბიზნესმენი მარკეტინგული სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, რის გამოც მაღალი დონის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, რასაც რუს ოფიცრებს აწვდიდა და ზოგჯერ ყალბი სახელებით ღონისძიებებზე დასწრებაშიც ეხმარებოდა.
დაპატიმრებულ ქალს ასევე ედავებიან გერმანიის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მრეწველობის თანამშრომლების გადაბირების მცდელობას.

