აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინულმა ძალებმა 15 სექტემბრის ღამეს დარტყმები განახორციელეს რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ტაგანროგში მდებარე „ოზონის“ საწყობზე

უკრაინულმა ძალებმა 15 სექტემბრის ღამეს დარტყმები განახორციელეს რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ტაგანროგში მდებარე „ოზონის“ საწყობზე – იტყობინებიან საინფორმაციო არხები და ადგილობრივი ხელისუფლება.

Telegram-არხ Exilenova Plus-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა ობიექტს დაარტყეს, კომპლექსის ტერიტორიაზე, რამდენიმე სხვადასხვა წერტილში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ რეგიონის ტერიტორიის თავზე 40-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დაზიანდა სამრეწველო ობიექტი, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი ფანჯრები ჩაემსხვრა.

ამავდროულად, რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაგანროგში, უკრაინულმა რაკეტებმა დაარტყეს მსხვილი რუსული ონლაინ-რითეილერის, Ozon -ის საწყობს.

იტვირთბა....