აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს – ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ავრცელებს.

“დრონი, რომელმაც ახლახანს გადაკვეთა ლიეტუვის საჰაერო სივრცე. NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა გაანადგურეს. მადლობა პარტნიორებს მათი სწრაფი რეაგირებისთვის. NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, ლიეტუვა დაიცავს მის საჰაერო სივრცეს” – წერს პრეზიდენტი.

როგორც მოგვიანებით ლიეტუვის კრიზისების მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, დრონმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე ბელარუსის ტერიტორიიდან გადაკვეთა.

იტვირთბა....