აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოვისმინეთ მოხსენებები რუსული შაჰიდების წინააღმდეგ ბრძოლისა და მწარმოებლებთან ჩვენი მუშაობის შესახებ, რაც რეაქტიული შაჰიდებისგან დასაცავად დრონების გადამჭრელების ახალ თაობას უკავშირდება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

“მოვისმინეთ მოხსენებები რუსული შაჰიდების წინააღმდეგ ბრძოლისა და მწარმოებლებთან ჩვენი მუშაობის შესახებ, რაც რეაქტიული შაჰიდებისგან დასაცავად დრონების გადამჭრელების ახალ თაობას უკავშირდება. უკვე გვაქვს შემუშავებული ნიმუშები და მიმდინარეობს გამოცდები. ვაჩქარებთ ყველა პროცესს. უკრაინას სჭირდება დაცვის ქმედითი ინსტრუმენტი საკმარისი მოცულობითა და საჭირო ეფექტურობით.

თავდაცვის მინისტრ ევგენი ხმარა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისთან ერთად განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლია შედეგის დაჩქარება. ამ სამუშაოს ფინანსური ბაზა უზრუნველყოფილია.

ასევე იყო მოხსენებები ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და ვიმყოფებით აქტიურ თავდაცვაში. განსაკუთრებული მადლობა დონეცკის ოლქში მყოფ ჩვენს მეომრებს: მე-3 საარმიო კორპუსს, 66-ე და 125-ე მექანიზებულ ბრიგადებს, 46-ე ცალკეულ აერომობილურ ბრიგადას. დიდება უკრაინას!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში

იტვირთბა....