აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საკითხავია, რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოვიქცეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია” – კაია კალასი

პოლონეთის საზღვართან რუსეთის იერიში დასავლური სამყაროსთვის იყო გზავნილი… უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს უკრაინის დამორჩილებას” – ამბობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. ამის შესახებ მან ფინეთში ევროპის არქტიკული სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

„საკითხავია, რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოვიქცეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, ანუ უკრაინის დამორჩილებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის, ამიტომ ჩვენ მტკიცედ უნდა დავრჩეთ ჩვენს პოზიციაზე” – განაცხადა კალასმა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე იერიში 13 სექტემბერს მიიტანა. უკრაინის რკინიგზაში არ გამორიცხეს, რომ რუსული დრონის სამიზნე, შესაძლოა, ის მატარებელი ყოფილიყო, რომელშიც ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ

იტვირთბა....