პუტინის პარტიამ Единая Россия დუმის არჩევნების წინ ახალი საარჩევნო ვიდეორგოლების სერია წარადგინა. კამპანიის მთავარი სლოგანია – „როცა ერთიანები ვართ, უძლეველები ვართ“. კლიპის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია, რომელიც საარჩევნო სიის ხუთეულშია. ის ამბობს:
“ისე მოხდა, რომ მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება დიპლომატიას უკავშირდება. მოსკოვი ერთგულია ჩვენი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა. უხსოვარი დროიდან ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. როდესაც სამართლიანად გვექცევიან, ჩვენ ყოველთვის მივაღწევთ შეთანხმებას როცა გვატყუებენ და სიტყვას არ ასრულებენ – საკუთარ თავს დააბრალონ. ხოლო, ვინც ჩვენთან მახვილით მოვა – შეწყალებას ნუ ელოდება: მთელი ქვეყანა ფეხზე დავდგებით, ისევე როგორც დღეს“ – ამბობს ის.
ლავროვის ზურგს უკან და მის გვერდით დგანან პუტინისა და მისი პოლიტიკის მხარდამჭერები, მათ შორის, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და ალექსანდრ ოვეჩკინი ჰოკეის მოთამაშე, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს.

