აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ სოჭში S-400-ის მთავარი რადარი გაანადგურა და დრონების გასაშვებ – სამეთაურო პუნქტებს დაარტყა

უკრაინამ სოჭში S-400-ის მთავარი რადარი გაანადგურა და დრონების გასაშვებ – სამეთაურო პუნქტებს დაარტყა – უკრაინულმა ძალებმა 13-14 სექტემბრის ღამით დაარტყეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, S-400-ის რადარს სოჭში, ასევე დრონების გამშვებ ობიექტებს, სამეთაურო ინფრასტრუქტურასა და სხვა სამხედრო სამიზნეებს რუსეთის მასშტაბით და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 14 სექტემბრის ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო კრასნოდარის მხარეში, სოჭში განთავსებული 92N6 ტიპის მრავალფუნქციური რადარი, რომელიც რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის, S-400 „ტრიუმფის“ შემადგენელი ნაწილია. 92N6 ტიპის რადარი პასუხისმგებელია საჰაერო სამიზნეების თვალთვალსა და მათკენ საზენიტო რაკეტების მიმართვაზე. იგი წარმოადგენს თვითმფრინავების, დრონებისა და რაკეტების გასანადგურებლად გამიზნული S-400 სისტემის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს.
გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინამ ასევე იერიში მიიტანა დამრტყმელი დრონების შესანახ, მოსამზადებელ და გამშვებ ობიექტებზე რუსეთში, კურსკის მახლობლად და დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში. სამიზნე ასევე გახდა დრონების სამეთაურო პუნქტი დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდივკაში.

იტვირთბა....