ახალი ამბები მსოფლიო

პოლონეთის სანაპიროსთან რუსული დრონი იპოვეს

პოლონეთის სანაპიროსთან რუსული დრონი იპოვეს, – ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ცნობით, პოლონელმა სამხედროებმა დრონი პომერანიის სავოევოდოს სანაპიროსთან ახლოს წყლიდან ამოიღეს.

„იაროსლავეცის მახლობლად, სოფელ რუსინოვოს სანაპიროსთან ახლოს, სამხედროებმა ბალტიის ზღვის წყლიდან დრონი ამოიღეს. პირველადი შემოწმებით, ეს რუსული წარმოშობის სამხედრო დრონია”, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ადგილზე უსაფრთხოების ზომებია მიღებული და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

იტვირთბა....