ბორის ჯონსონის მატარებელი, შესაძლოა, რუსული დრონის თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო — ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიაში განაცხადეს.
- ინციდენტი უკრაინაში, პოლონეთის საზღვართან ახლოს მოხდა, სადაც რუსულმა დრონმა სტაციონარულ ლოკომოტივს დაარტყა.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმ დროს კიევიდან ვარშავის მიმართულებით მიემგზავრებოდა. მატარებელში ჯონსონთან ერთად რამდენიმე ევროპელი დიპლომატიც იმყოფებოდა. უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიცას“ ინფორმაციით, ჯონსონისა და სხვა დიპლომატების მატარებელმა იაჰოდინის სადგური დაგეგმილზე ადრე დატოვა. გადაწყვეტილება რუსული დარტყმების მუდმივი საფრთხის გამო მიიღეს.
“სრულიად შესაძლებელია, რომ რუსული დრონის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი ყოფილიყო“, — განაცხადა კომპანიამ. განაგრძეთ კითხვა

