შაბათის თავდასხმის შემდეგ ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე საწვავის ავზები ისევ იწვის – ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება. ტაგანროგის სამხედრო აეროდრომი რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ავიაბაზაა, რომელიც როსტოვის ოლქში, აზოვის ზღვის სანაპიროსა და უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
აეროდრომის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბერიევის სახელობის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსი. სწორედ აქ მიმდინარეობს რუსეთის არმიისთვის უმნიშვნელოვანესი A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავების შეკეთება და მოდერნიზაცია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ამ ბაზას აქტიურად იყენებს სამხედრო ლოგისტიკისთვის.
12 ივლისს უკრაინამ რუსეთის ქალაქ ტაგანროგში აეროდრომი დაბომბა.

