აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, SVT-ს ეგზიტპოლის მიხედვით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ​მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ხმების 51.3 %-ით ლიდერობს

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, SVT-ს ეგზიტპოლის მიხედვით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ​მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ხმების 51.3 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერმინისტრის ულფ კრისტერსონის „ზომიერი პარტიაა“, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებს „შვედეთის დემოკრატები“ და „მემარცხენე პარტია“ იკავებენ.

შვედეთის 349 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 175 მანდატია საჭირო.

მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მაგდალენა ანდერსონია.

ეს იყო პირველი საპარლამენტო არჩევნები შვედეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს წევრი გახდა 2024 წელს. ამომრჩევლებისთვის პრიორიტეტულ თემებს წარმოადგენდა ჯანდაცვა, განათლება, კანონი და წესრიგი, იმიგრაცია/ინტეგრაცია და ეკონომიკური საკითხები.

იტვირთბა....