“მომდევნო კვირები და თვეები იქნება რუსეთის მხრიდან გაძლიერებული ქმედებების პერიოდი. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ეს ესკალაცია ჩვენს ტერიტორიასაც შეეხება“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უსაფრთხოების მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ.
გუშინ რუსეთმა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან – „იაჰოდინის“ გამშვებ პუნქტთან ავტოგასამართი სადგური დაბომბა.

