აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

დიდი ოცეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას არ გეგმავს – დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მაიამიში G20-ის (დიდი ოცეულის) სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას არ გეგმავს.

12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის მაიამიში G20-ის სამიტზე ჩავიდეს და პუტინს შეხვდეს. კრემლის პრესსპიკერმა ამ შესაძლებლობას “შეუძლებელი” უწოდა. პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის მხოლოდ მოსკოვში.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრისთვის ალტერნატიულ ადგილს, პესკოვმა უპასუხა: “არსებობს მზადყოფნა, მას მოსკოვში შევხვდეთ”.

ამ დროისთვის დეკემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტში პუტინის პირადი მონაწილეობის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ამასთან, კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამ სამიტში მონაწილეობას “მაღალ დონეზე” მიიღებს.

იტვირთბა....