გადაიქცევა თუ არა საქართველო რუსული Wildberries-ის თავშესაფრად – ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში კომპანიას 86 გაცემის პუნქტი აქვს. ამასთან აქვს საწყობები და ლოჯისტიკურ ცენტრს სწორედ საქართველოში ავითარებს.
კომპანიის რეკლამებით თბილისის ქუჩებიც აჭრელებულია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საქართველო სანქცირებულ რუსს ბიზნესმენებთან კავშირის მქონე კომპანიის გადარჩენის ოპერაციის ნაწილი გახდეს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) შეფასებით, საქართველოში რუსული Wildberries-ის გაფართოება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
ცენტრის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომელშიც მიმოხილულია საფრთხეები, რომელსაც კომპანიასთან კავშირი მის პლატფორმაზე განთავსებულ ქართულ ბრენდებს, მომხმარებლებს, ქართულ ბანკებს და ზოგადად, ქვეყანას უქმნის.
Wildberries-ი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაა, რომელსაც „რუსულ ამაზონსაც“ უწოდებენ. განაგრძე კითხვა

