“რუსული ესკალაცია რეაქტიული „შაჰიდებით“ თანდათან უფრო მეტად ტერორისტულ ხასიათს იძენს. დღის განმავლობაში რუსები მიზანმიმართულად ურტყამენ კიევში ავტოგასამართ სადგურებს. მხოლოდ დღეს და მხოლოდ ამ დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ ცხრა ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის მაშველი, რომელიც განმეორებითი დარტყმის შედეგად დაიჭრა. დაარტყეს ასევე კომპანია „კიევსტარის“ შენობასაც. ეს თავდასხმები ღამიდან მოყოლებული გრძელდება. დარტყმები განხორციელდა კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკის, ხერსონის, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებზე.
არ შეიძლება უბრალოდ ლოდინი, სანამ რუსეთი მკვლელობის “რეპერტუარს” ხვეწს. ახლა მაქსიმალური ყურადღება სჭირდება ცის დაფარვას და ადამიანების დასაცავად გადაწყვეტილებების ძიებას, რუსული დრონების საწინააღმდეგო მოქმედებების მასშტაბების გაზრდას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინული ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭირო რაკეტებით გაძლიერებაში. ეს ყველაფერი ყოველდღიურად გადაარჩენს სიცოცხლეს” – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

