აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მესამე ომიც დაიწყო: “ფლოსტებიანი” ჰუსიტები შეტევაზე გადავიდნენ, ტრამპმა საუდის არაბეთს დახმარებაზე უარი უთხრა – რა ელის ბენზინის ფასს?!

ჰუსიტების საბრძოლო წარმატება ბენზინის მსოფლიო ფასს კიდევ უფრო ზრდის…

ორ ომს, რუსეთ-უკრაინასა და აშშ-ირანს შორის ემატება მესამე ომიც, რომელიც უკვე დაწყებულია იემენელ ჰუსიტებსა და საუდის არაბეთს შორის…

2026 წლის ივლისში ჰუსიტებმა საუდის არაბეთს ოფიციალურად გამოუცხადეს „საზღვაო ბლოკადა“ („ბლოკადა ბლოკადის წილ“). მათ დაიწყეს წითელ ზღვაში საუდის არაბეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერებისა და კომერციული გემების მიზანმიმართული დაბომბვა.

აგვისტოსა და სექტემბერში ჰუსიტებმა მასშტაბური სარაკეტო და დრონების თავდასხმები განახორციელეს საუდის არაბეთის სამხრეთ ქალაქებზე — აბჰაზე, ჯიზანზე, ნაჯრანსა და ხამის-მუშატზე.

ექსპერტების შეფასებით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები ცდილობენ, აიძულონ ერ-რიადი, სრულად მოხსნას ეკონომიკური შეზღუდვები ჰუსიტების კონტროლირებად პორტებსა და აეროპორტებზე და მოიპოვონ წვდომა იემენის ნავთობის შემოსავლებზე.

რეგიონული არასტაბილურობის საპასუხოდ, საუდის არაბეთმა თავდაცვის პაქტი გააფორმა პაკისტანთან და თურქეთთან. პაკისტანმა უკვე გააფრთხილა ჰუსიტები, რომ შესაძლოა კონფლიქტში ჩაებას.

აქტიური სამოქალაქო ომი იემენში 2014-2015 წლებიდან მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასა (საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილს) და ჰუსიტ აჯანყებულებს შორის.

ამ დღეებში იემენის ჰუსიტმა ამბოხებულმა მოძრაობამ, „ანსარ ალაჰმა“, მასშტაბური კოორდინირებული ოპერაცია ჩაატარა, რითაც სრული კონტროლი დაამყარა წითელი ზღვის სამხრეთით მდებარე ყველა მნიშვნელოვან კუნძულზე.

ჰუსიტების თავდასხმის ძალებმა წარმატებული კომბინირებული შეტევა განახორციელეს რაკეტებისა და სადესანტო კატარღების გამოყენებით. სწრაფი სახმელეთო შეტევის შედეგად, „ანსარ ალაჰის“ ძალებმა დაიკავეს ჯაბალ ზუკარის კუნძული, ასევე, მთელი მიმდებარე არქიპელაგი, მათ შორის აბუ ალის, ჰანიშ ალ-კაბირის, ჰანიშ ალ-საგირის, სუულ ჰანიშის და ალ-მამალიჰის კუნძულები.

კუნძულოვანი ტერიტორიების დაკავების შემდეგ ჰუსიტებმა საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო მმართველობის საბჭოს დანაყოფები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ალ-ომარის სამხედრო ბაზიდან განდევნეს, რომელიც ქალაქ ზუბაბიდან ათი კილომეტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სანაპიროდან სულ რაღაც ოცდაათი კილომეტრის ჩრდილოეთით მდებარეობს.

კუნძულის პლაჟები და სამხედრო ბაზა უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა, რადგან ისინი ბაბ ელ-მანდების სრუტესთან, მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო სატრანსპორტო არტერიასთან ახლოს მდებარეობს. ამ პუნქტების კონტროლი ჰუსიტების დაჯგუფებას საშუალებას აძლევს, განათავსოს შორი რადიუსის მოქმედების რადიოლოკაციური სადგურები, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები და თვითმფრინავის ტიპის დრონების სასტარტო პოზიციები. განაგრძეთ კითხვა

იტვირთბა....