“უკრაინა ომს გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი. მისი თქმით, ომის დასრულების ყველაზე რეალისტური ვარიანტი შეთანხმების მიღწევის მომენტში არსებული ფრონტის ფაქტობრივი ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაა. ბუდანოვი ასევე ამბობს, რომ კიევი მზადაა ცეცხლი ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს, თუმცა რუსეთის ულტიმატუმს არ დათანხმდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს იურიდიულად არ აღიარებს

