აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდება

ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდება, – განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „შეიარაღებული ძალების“ მასშტაბური ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნების ჩატარების გეგმა დაამტკიცა.

წვრთნები 12-16 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღებენ.

„წვრთნები არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით ჩატარდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტექნიკის განადგურების, მართვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....