ახალი ამბები მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი რადოსლავ სიკორსკი კიევში ჩავიდა.

სიკორსკიმ უკრაინის დედაქალაქის რკინიგზის სადგურიდან ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „დილა მშვიდობისა კიევიდან“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაჩეი ვევიურმა განაცხადა, რომ სიკორსკის ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის ჟესტს წარმოადგენს.

„რაც უფრო მეტად უტევს რუსეთი, მით უფრო მეტად არის საჭირო უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

იტვირთბა....