ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს – აფეთქებები დასახლებულ პუნქტთან ახლოს მოხდა. დაშავებულია 2 ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. უკრაინის დედაქალაქში ღამით ჩართული იყო საჰაერო განგაშიც.

იქამდე კი ცოტა ხნით ადრე, რუსმა სამხედროებმა სამიზნეში ჰოსტომელი ამოიღეს. რეაქტიულ-ძრავიანი კამიკაძე დრონების მიფრენის გამო აფეთქდა საწყობი. რუსები ამტკიცებენ, რომ უკრაინელთა საბრძოლო მასალისა და დრონების საწყობი დაბომბეს, მაგრამ კიევში ამბობენ რომ იერიში სამოქალაქო დანიშნულების საწყობზეა მიტანილი.

იტვირთბა....