აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველოსა და სირიაში ნავთობის იმპორტი სრულად რუსეთზე მოდიოდა

2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველოსა და სირიაში ნავთობის იმპორტი სრულად რუსეთზე მოდიოდა – ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსულ ენერგორესურსებზე გლობალური დამოკიდებულების შესახებ ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტს თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს

🔻 ნედლი ნავთობის იმპორტის კუთხით ლიდერი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილებზე საქართველო და სირია არიან:

• საქართველო: წლის პირველ 8 თვეში იმპორტირებულმა ნედლმა ნავთობმა სულ 4.6 მლნ ბარელი შეადგინა და ასივე პროცენტი რუსეთიდან შევიდა

• სირია: 13.5 მლნ ბარელის იმპორტიდან რუსეთის წილმა 99.8% შეადგინა

🔻 ჩამონათვალში ასევე შევიდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი. ირკვევა, რომ უნგრეთის იმპორტში რუსული ნავთობის წილი 93%-ია, სლოვაკეთში კი 65%. ასევე, 55%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა კუბაში, 50% ირანში, 41% კი ბრუნეიში.

🔻 დოკუმენტის თანახმად მოცულობით უმსხვილესი მყიდველების ჩამონათვალი ასეთია:

• ჩინეთი: 585 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 25%)

• ინდოეთი: 453 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 38%)

• თურქეთი: 44 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 23%)

იტვირთბა....