ჩინეთის პორტში, სატვირთო გემზე ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Ocean Melody, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან იმყოფებოდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ინციდენტის დროს გემზე 42 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა და 14:30 საათისთვის ჩააქრეს. ხანძრის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარს გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტიც. სი ძინპინმა შესაბამის ორგანოებს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯის განკარგულება გასცა.

