ახალი ამბები მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათში, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ 8 ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ რვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა.

„დარტყმები განხორციელდა იამალ-ნენთა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დაღესტანის საზღვაო პორტზე. ასევე, იერიშები განხორციელდა მოსკოვის, ვორონეჟის, ასტრახანისა და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ობიექტებზე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღიურ ტერორს აგრძელებს და ყოველდღიურად შესაბამის პასუხს იღებს“, – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....