რუსეთმა და ვიეტნამმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ვიეტნამში ნავთობის სტრატეგიული რეზერვის შექმნას ითვალისწინებს. – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია „ზარუბეჟნეფტმა“ და ვიეტნამის სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა „პეტროვიეტნამმა“ ვიეტნამში ნავთობის სტრატეგიული რეზერვის შექმნის პროექტში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმებას ხელი მოეწერა ვიეტნამის ლიდერის, ტო ლამის რუსეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს. კომპანიებს არ გაუსაჯაროებიათ პროექტის განხორციელების ვადები ან პოტენციური სტრატეგიული ნავთობის რეზერვის მოცულობა. ასევე არ გამოქვეყნებულა შეთანხმების ფინანსური პირობები.
“რუსულმა მხარემ პარტნიორებს შესთავაზა, განიხილონ ვიეტნამში საწვავის სტრატეგიული მარაგების ერთობლივად შექმნის იდეა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.“ – წერს Reuters

