ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს ადვოკატთა კორპუსის გაფიცვით ემუქრება.
“მე მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს, ნუ მაიძულებთ, რომ ორივე გადაგაყენოთ თანამდებობიდან და გავფიცო ადვოკატთა კორპუსი. 5 მაისს ქუთაისში ადვოკატ ავთანდილ ბუცხრიკიძის სახლი დაცხრილა პოლიციის ვიცე პოლკოვნიკმა. ადვოკატმა გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიციამ ეს ადამიანი არ დააკავა. ამის შემდეგ ეს ადამიანი მოდის და ადვოკატს დამიზნებით ესვრის, ძლივს გადარჩა ბუცხრიკიძე. გაძლევთ ორ კვირას, მოდით ორივე გონზე, თორემ მე თუ დავიწყე, ორივეს თავებს გავაგორებ.”-აცხადებს ხატიაშვილი.