აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

 “ბატონო მერც, თქვენი დრო ისედაც ამოიწურა, მოქალაქეებს პოლიტიკური ცვლილებები სურთ და ისინი ამას მიაღწევენ” – ალის ვაიდელი 

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

ვაიდელმა მერცს პირისპირ უთხრა, რომ მისი დრო ამოწურულია და მოქალაქეები პოლიტიკურ ცვლილებებს მიაღწევენ.

„ბატონო მერც, თქვენ ვერ გაიგეთ ის გზავნილი, რომელიც საქსონია-ანჰალტის ამომრჩევლებმა გასულ კვირას გამოგიგზავნეს. ეს აღარ არის მნიშვნელოვანი, რადგან თქვენი დრო ისედაც ამოიწურა. მოქალაქეებს პოლიტიკური ცვლილებები სურთ და ისინი ამას მიაღწევენ“, – განაცხადა ალის ვაიდელმა სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ – 17.2% მიიღო.

იტვირთბა....