აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია Sepehran Airlines-მა 9 სექტემბერს თეირანიდან თბილისში რეისი შეასრულა

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია Sepehran Airlines-მა 9 სექტემბერს თეირანიდან თბილისში რეისი შეასრულა – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით, თვითმფრინავი 11:51 საათზე ჩამოფრინდა.

8 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა 27 ირანული ავიაკომპანია დაასანქცირა. მათ შორისაა Sepehran Airlines.

თბილისის აეროპორტის ვებსაიტის მონაცემებით, 9 სექტემბერს თეირანიდან სანქცირებული ავიაკომპანიების კიდევ ორი რეისია დაგეგმილი. ორი რეისის შესრულებაა დაგეგმილი თეირანიდან ბათუმის მიმართულებითაც.

იტვირთბა....