რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 1 500 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“დღეს, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის საერთო საბრძოლო დანაკარგებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 1 500 000 ოკუპანტის ნიშნულს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე დიდი დანაკარგი ერთ ომში, რაც რუსეთის არმიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განუცდია. ეს ციფრი აღემატება საბჭოთა და რუსეთის არმიების ჯამურ დანაკარგებს XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის დასაწყისის ყველა ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში ერთად აღებულს.“ – წერს უკრაინის გენშტაბი.

