აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები და დაშავებულები – ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ღამით რუსული დრონები გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. მახლობლად მყოფ სამოქალაქო პირებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.

“გამშვები პუნქტი დროებით დახურულია, ადამიანებისა და ტრანსპორტის გატარება შეჩერებულია. უკრაინასა და მოლდოვას შორის მდებარე გამშვებ პუნქტზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა“ – აცხადებენ საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში.

“დღეს ღამით მტრის უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოლდოვის საზღვარზე მდებარე საერთაშორისო საავტომობილო გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩიეს“ დაესხნენ თავს. სამწუხაროდ, გამშვებ პუნქტთან მყოფ სამოქალაქო პირებს შორის არიან მსხვერპლნი: წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი. კიდევ 16 ადამიანი მაშველებმა ავტობუსებით უსაფრთხო მანძილზე გადაიყვანეს. დარტყმის ქვეშ მოექცა პუნქტის ინფრასტრუქტურა და მიმდებარე ტერიტორია. გაჩნდა ხანძარი. საერთაშორისო გამშვები პუნქტის მუშაობა ამჟამად შეჩერებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. ვითარების შესახებ ინფორმირებულია მეზობელი მხარეც“ – განაცხადა ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.

იტვირთბა....