ახალი ამბები მსოფლიო

რუსულმა ძალებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული დრონი კიევის დარნიცკის რაიონში 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, კორპუსის ფასადი დაზიანდა.

კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ასევე, რუსული ძალების იერიშის შედეგად კიევის ოლქში ხანძრები გაჩნდა.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ღამით რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში ბილა-ცერკვას, ბროვარსკის, ბორისპოლის, ფასტივის, ობუხივისა და ბუჩას რაიონებს დაარტყეს.

იტვირთბა....