აქტუალური თემა ახალი ამბები პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა – საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები.

პრესსამსახურის განცხადებით, ასევე, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა გამოხატეს ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.

იტვირთბა....