აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუმინეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ოპერაცია აღკვეთეს

რუმინეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთის მიერ კოორდინირებული დივერსიული ოპერაცია აღკვეთეს.

„2026 წლის თებერვლიდან რუსეთის მოქალაქე დაზვერვის სამსახურის დაკვირვების ქვეშ იყო, დივერსიული აქტების ჩადენის შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, – აცხადებს რუმინეთის დაზვერვის სამსახური.

რუმინეთის დაზვერვის ცნობით, ეჭვმიტანილმა რუმინეთის ტერიტორიაზე ნატო-ს მოკავშირეების მიერ გამოყენებული საკომუნიკაციო ცენტრების, სამხედრო ბაზების, უსაფრთხოების უწყებების შტაბ-ბინებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფოტო-ვიდეო დოკუმენტირება სცადა.

„მოპოვებული მონაცემები მიუთითებს მოქმედების მსგავს სქემებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან კოორდინირებული დივერსიული ქსელების მიერ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე გამოიყენებოდა. რუსეთის მოქალაქეს შუამავლის მეშვეობით ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება ჰქონდა დავალებული სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის უკრაინულ „ანტონოვის“ სატვირთო თვითმფრინავზე, როდესაც ის ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა“, – ნათქვამია რუმინეთის დაზვერვის განცხადებაში.

იტვირთბა....