“ყოველდღიურ თავდასხმებს კიბერშეტევების, ჰიბრიდული შეტევებისა და დრონებით თავდასხმების სფეროში… უბრალოდ დროა, მათაც ვუთხრათ, ვინც თავს გვესხმის: საკმარისია, ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა! და მე მივაღწიე აუცილებელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგში, რათა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა კიბერშეტევებისას.
მან, ვინც დღეს თავს გვესხმის – თუნდაც ეს საზღვარგარეთიდან ხდებოდეს – უნდა იცოდეს: ჩვენ შეგვიძლია საპასუხო დარტყმის მიყენება და შეგვიძლია უბრალოდ ჩავშალოთ და გავანადგუროთ მისი ინფრასტრუქტურა!
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, როგორც საზოგადოება, არ დავუშვებთ მუდმივად ზეწოლის ქვეშ ყოფნას, არამედ ვაჩვენებთ, რომ ერთიანი ვართ. ვაჩვენებთ, რომ, როგორც საზოგადოება, თავდაცვისუნარიანები ვართ. ვაჩვენებთ, რომ მდგრადები ვართ” – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა

