უკრაინაში ტელევიზიის შენობის დაბომბვის პარალელურად, ზახაროვა სიტყვის თავისუფლებისა და მედიის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“8 სექტემბერი ჟურნალისტთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა. ეს თარიღი 1958 წელს დაწესდა ჩეხოსლოვაკიელი ანტიფაშისტი ჟურნალისტის, ფუჩიკის ხსოვნისადმი, რომელიც ნაცისტებმა 1943 წელს სიკვდილით დასაჯეს. მისი მიზანია, ხალხს შეახსენოს სიტყვის თავისუფლებისა და პროფესიული ჟურნალისტიკის პრინციპების მნიშვნელობა, ასევე, ყურადღება მიაპყროს მედიის მუშაკების უსაფრთხოებას და ხაზი გაუსვას გლობალურ ჟურნალისტურ საზოგადოებაში ერთიანობისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობას.
ბოლო წლებში ეს საბაზისო ცნებები ირღვევა დასავლეთის მიერ აღებული კურსის გამო, რაც გულისხმობს მედიასივრცის სტერილურ წმენდას არასასურველი თვალსაზრისებისგან, პირადი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
საზღვარგარეთ რუსული მედიასაშუალებების წინააღმდეგ გამოიყენება სისტემური შევიწროება და სხვადასხვა ფორმატის რეპრესიები იმ ქვეყნებში, რომელთა ლიდერებიც მაღალი ტრიბუნებიდან რიტუალურ სიტყვებს წარმოთქვამენ პრესის თავისუფლების დასაცავად.
სინამდვილეში, შეთხზული საბაბებით, მათ დაბლოკეს შიდა სატელევიზიო არხების მაუწყებლობა, დახურეს საინფორმაციო ბიუროები და გააძევეს კორესპონდენტები….”| თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ზახაროვამ.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში ერთ-ერთი ტელევიზიის შენობა დაბომბა. ტელეარხ „Ми – Україна“-ს სულ მცირე5 თანამშრომელი დაშავდა.

