უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა. მარია ზახაროვა ბუდაპეშტის „ლობს“ მტკივნეული პასუხის გაცემით დაემუქრა.
„ბუდაპეშტის რუსოფობიული ლობის მიმართ მკაცრი და მტკივნეული პასუხი იქნება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
გამოცემა „ტასის“ ცნობით, რუსმა მაღალჩინოსანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ უნგრეთიდან რუსეთის ათ დიპლომატს აძევებენ.
ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ აღნიშნული რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.

